ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ახალგაზრდული ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ახალგაზრდული ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა.
16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებმა ბანაკის გახსნის დღეს მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში - ფრენბურთი, ზიპლაინი, მშვილდ-ისრით სროლა, კედელზე ცოცვა, ჯომარდობა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბანაკის გახსნის ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სპეციალისტი ლანა გიორგიძე დაესწრნენ. მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს.
ბანაკის მონაწილეები დალოცა დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი).
ახალგაზრდული ბანაკი 21 ივნისს დაიხურება.
თაგები:
ბორჯომი














