ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წარმოება-დაწესებულებებს შორის გარდამავალი თასის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წარმოება-დაწესებულებებს შორის გარდამავალი თასის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა.
ბორჯომის თასი 2024-ის გამარჯვებული მეორე ქარხნის გუნდი გახდა, მეორე ადგილი სასტუმრომ “Crowne Plaza” დაიკავა, მესამე ადგილზე კი ა(ა)იპ ბორჯომის სასპორტო სკოლის გუნდი გავიდა.
მათ ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან თასები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
მეორე ქარხნის გუნდი – 1500 ლარი;
სასტუმროს “Crowne Plaza” გუნდი – 1000 ლარი;
ა(ა)იპ ბორჯომის სასპორტო სკოლის გუნდი – 500 ლარი.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ წარმოება-დაწესებულებებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრების გამართვა ერთგვარი ტრადიციაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და ახალგაზრდების წახალისებას.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს