
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ბორჯომელი მუსიკოსის ზურაბ დოიჯაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, 17 აგვისტოს, მომღერლის დაბადების დღეზე გაიმართა.
ახალი უბნის დასახლებაში, იქ სადაც ზურაბ დოიჯაშვილი გაიზარდა, მისი სახელობის სკვერი ოფიციალურად გაიხსნა.შემდეგ კი საღამო ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში გაგრძელდა.
ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე მომღერლის მეგობრები – ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, ბესიკ კალანდაძე, ზურა მანაგაძე, ზურა კობეშავიძე, ენრიკო ჯანელიძე, ბადრი ჯანაშვილი, ტატო გოდერძიშვილი და ჯგუფი “ქუჩის ბიჭები” წარსდგნენ.
ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მისი მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მომღერლის ოჯახის წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს