ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთაში რიტუალების სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთაში რიტუალების სახლის რეაბილიტაცია მოსახლეობის მოთხოვნით მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის სახურავის, ფასადის და შიდა სივრცის რეაბილიტაცია.
თაგები:
