ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტისა და კულტურის წრეებისთვის განკუთვნილ დარბაზებს და საბიბლიოთეკო სივრცეს.
მოეწყო გასახდელები, წყალ-კანალიზაციის სისტემა, საშხაპეები და სველი წერტილები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
თაგები:
ბორჯომი




