
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში სპორტული მოედნის მოწყობა დასრულების ეტაპზეა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით, დამონტაჟდა ფეხბურთის კარი და კალათბურთის ფარი. ასევე, დაიგება ხელოვნური საფარი.
სამუშაოებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს “ჯორჯიან ინვესტი” ასრულებს. პროექტზე 349 989 ლარი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ სპორტული სივრცეების შექმნა და ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა, მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს