Logo

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე წყალანირების ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდება

საზოგადოება
441
Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე (სამ ლოკაციაზე) წყალანირების ქსელის (კანალიზაციის) რეაბილიტაცია განხორციელდება.

აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ბორჯომის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოხდება არსებული ქსელის რეაბილიტაცია, სრულად გამოიცვლება არსებული ქსელი და მოეწყობა ახალი სათვალთვალო ჭები.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში განხორციელდება.

პროექტი სრულად დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement