ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს, შენობის რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას. კერძოდ, განხორციელდება არსებული დარბაზების რეაბილიტაცია, რომელიც განკუთვნილია სპორტული და კულტურული წრეებისთვის, ასევე რეაბილიტირდება ბიბლიოთეკის სივრცეები. მოეწყობა გასახდელები, წყალ-კანალიზაციიის სისტემა, საშხაპეები და სველი წერტილები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.
“სოფლებში, კულტურის სახლების და კლუბების რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა წაღვერისა და ახალდაბის კულტურის სახლებს”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს