ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ცემში და სადგერში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა, ხოლო ლიბანში ფანჩატური მოეწყო. სოფელ ტბაზე სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
შეხვედრები მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართა. სოფლის კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.
2024 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 872 000 ლარი გამოიყო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს