Logo

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არმირებული ბეტონის გზის საფარი მოეწყო სოფელ ჭობისხევში და ქვაბისხევში, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები და გზის დამცავი კედლები.

 

ამ ეტაპზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ დვირში ხუციშვილების უბანში.

 

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში, 9 კმ-მდე შიდა საუბნო და საქალაქთაშორისო გზა მოეწყობა.

 

გზების კეთილმოწყობის სამუშაოები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

 

თაგები:

ბორჯომი
Advertisement