ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12-ვე საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განახლდა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12-ვე საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განახლდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რაზმაძე და კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე ქალაქსა და სოფლებში არსებულ საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ და სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს გაეცნენ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით დაიწყეს.
საბავშვო ბაღების პერსონალი პრევენციის მიზნით, covid-19-ზე სავალდებულო ტესტირებას დღეიდან გადის.
საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ. გამოყოფილია საიზოლაციო ოთახები, სადაც რესპირატორული სიმპტომების მქონე აღსაზრდელები დროებით, კანონიერი წარმომადგენლის მოსვლამდე განთავსდებიან.
საბავშვო ბაღები სრულად არიან აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაწესებულებებში რეგისტრირებული აღსაზრდელისთვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების მიერ შეძენილ იქნა ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს