ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარკის მოწყობის სამუშაოები 10 500 კვ.მ. ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე პარკის ტერიტორიაზე განთავსდება კაფე და სხვა კომერციული ობიექტები.
მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი. დამონტაჟდება ე.წ. “მჟავე წყლის” ბიუვეტი..
თაგები:
წაღვერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს