Logo

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოში, 1 260 ბენეფიციარს 320 393 ლარის დახმარება გაეწია

რეგიონები
595
Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოში, 1 260 ბენეფიციარს 320 393 ლარის დახმარება გაეწია.

მათ შორის: 117 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 98 854 ლარი გამოიყო; 93 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 17 561 ლარით დაფინანსდა; ონკოლოგიური დაავადებების მქონე 25 პაციენტი 24 008 ლარით დაფინანსდა; 114 მრავალშვილიანი ოჯახი 27 750 ლარით დაფინანსდა; 358 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 420 ლარით დაფინანსდა; ცელიაკიის დიაგნოზის მქონე 3 ბენეფიციარს 150-150 ლარი ჩაერიცხა;  საკურორტო მომსახურებისათვის 19 ბენეფიციარისთვის 15 200 ლარი გამოიყო. ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement