ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, მაისში, 1 367 ბენეფიციარს 405 430 ლარის დახმარება გაეწია


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, მაისში, 1 367 ბენეფიციარს 405 430 ლარის დახმარება გაეწია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მათ შორის: 230 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 204 507 ლარი გამოიყო; 122 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 24 707 ლარით დაფინანსდა; ონკოლოგიური დაავადებების მქონე 29 პაციენტი 23 936
ლარით დაფინანსდა; 114 მრავალშვილიანი ოჯახი 27 750 ლარით დაფინანსდა; 365 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 480 ლარით დაფინანსდა; ცელიაკიის დიაგნოზის მქონე 3 ბენეფიციარს 150-150 ლარი ჩაერიცხა; 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, 3 ბენეფიციარს 200-200 ლარი ჩაერიცხა;
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 26 ვეტერანს, ფულადი დახმარების სახით, ერთჯერადად, 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარი ჩაერიცხა.ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს