Logo

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ოქტომბერში 1 832 ბენეფიციარს 492 752 ლარის დახმარება გაეწია

რეგიონები
60
Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ოქტომბრის თვეში, 1 832 ბენეფიციარს 492 752 ლარის დახმარება გაეწია.

მათ შორის: 190 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 174 903 ლარი გამოიყო; 80 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 15 955 ლარით დაფინანსდა; ონკოლოგიური დაავადებების მქონე 41 პაციენტი 29 182 ლარით დაფინანსდა; 115 მრავალშვილიანი ოჯახი 27 900 ლარით დაფინანსდა; 318 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 900 ლარით დაფინანსდა; ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.

 

თაგები:

ბორჯომი
Advertisement