ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოში, 1 103 ბენეფიციარს 261 993 ლარის დახმარება გაეწია


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოს თვეში, 1 103 ბენეფიციარს 261 993 ლარის დახმარება გაეწია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მათ შორის:
190 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 128 881 ლარი გამოიყო;
99 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 18 617 ლარით დაფინანსდა;
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 29 პაციენტი 26 775 ლარით დაფინანსდა;
107 მრავალშვილიანი ოჯახი 25 750 ლარით დაფინანსდა;
308 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 520 ლარით დაფინანსდა;
100 წელს გადაცილებულ 2 მოქალაქეს 200-200 ლარი ჩაერიცხა;
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს