ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, მარტში, 1 419 ბენეფიციარს 435 715 ლარის დახმარება გაეწია


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, მარტის თვეში, 1 419 ბენეფიციარს 435 715 ლარის დახმარება გაეწია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მათ შორის: 285 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 243 231 ლარი გამოიყო;166 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 32 381 ლარით დაფინანსდა; ონკოლოგიური დაავადებების მქონე 35 პაციენტი 30 153 ლარით დაფინანსდა; 114 მრავალშვილიანი ოჯახი 27 650 ლარით დაფინანსდა; 369 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 600 ლარით დაფინანსდა; ცელიაკიის დიაგნოზის მქონე 2 ბენეფიციარს 150-150 ლარი ჩაერიცხათ.
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს