
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლებში, რუსთაველის N 5-ში საცხოვრებელი სახლები სახურავის მასალა შეიცვალა, ხოლო კონსტანტინე გამსახურდიას N 2-ში სახურავის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით სოფელ ყვიბისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა.
პროექტი შესასრულებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 335 055 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს “სანიმ“ განახორციელა.
“ბორჯომის მუნიციპალიტეტში სახურავების გადახურვის პროგრამა რამდენიმე წელია, ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება”, – აცხადებენ მერიაში.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს