
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრების სხდომებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზურაბ კორძაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული წინადადებებიდან, ხმათა უმრავლესობით, შერჩეულ იქნა შემდეგი პრიორიტეტული წინადადებები: სოფელი რველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა; სოფელი ვარდგინეთი ფეხით სავალი გზის რეაბილიტაცია და მოჯირის მოწყობა სტადიონის მიმდებარედ; სოფელი ბეშეთში გზის დამცავი კედლის მოწყობა; სოფელი ზანავი სკვერის ტერიტორიის კეთილმოწყობა; სოფელ კორტანეთი სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; სოფელი დაბა ხიდის რეაბილიტაცია; დაბა წღვერი ხიდის რეაბილიტაცია; სოფელი მზეთამზე სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; სოფელი ტიმოთისუბანი სკვერის მოწყობა; სოფელი სადგერი სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა; სოფელი ტბა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; სოფელი ცემი სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; სოფელი ლიბანი სკვერის ტერიტორიის მოწყობა.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს