ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივლისში 1 128 ბენეფიციარს 293 599 ლარის დახმარება გაეწია


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივლისის თვეში 1 128 ბენეფიციარს 293 599 ლარის დახმარება გაეწია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 190 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 148 488 ლარი გამოიყო; 110 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 20 799 ლარით დაფინანსდა; ონკოლოგიური დაავადებების მქონე 36 პაციენტი 31 032 ლარით დაფინანსდა; 109 მრავალშვილიანი ოჯახი 26 200 ლარით დაფინანსდა; 313 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 580 ლარით დაფინანსდა; 100 წელს გადაცილებულ 2 მოქალაქეს 200-200 ლარი ჩაერიცხა; საკურორტო მომსახურების ფარგლებში, 12 ბენეფიციარი 800-800 ლარი დაფინანსდა;
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს