ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამების ფარგლებში, სექტემბერში 1 434 ბენეფიციარს 431 144 ლარის დახმარება გაეწია


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, სექტემბრის თვეში, 1 434 ბენეფიციარს 431 144 ლარის დახმარება გაეწია.
"მათ შორის: 206 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 1677 905 ლარი გამოიყო; 101 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 18 456 ლარით დაფინანსდა; ონკოლოგიური დაავადებების მქონე 304პაციენტი 30 726 ლარით დაფინანსდა; 116 მრავალშვილიანი ოჯახი 28 100 ლარით დაფინანსდა; 358 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 360 ლარით დაფინანსდა; პერსონალური ასისტენტის სერვისის მომსახურებისთვის 2 ბენეფიციარისთვის 297 ლარი გამოიყო; სასკოლო დახმარებამ 40 კრიზისული ოჯახისთვის ჯამში 12 000 ლარი შეადგინა.
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა", - აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს