
ავტორი
Front News საქართველო
2021 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ათ სოფელში განხორციელდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დასრულდა ცხრა სოფელში – ანდეზიტში, ყვიბისში, კორტანეთში, ჭიხარულაში, დვირში, ტაბაწყურში, ციხისჯვარში, დაბა ახალდაბაში და ცემში.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება სოფელ საკირეში.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება სათავე ნაგებობას, იცვლება მაგისტრალზე დაზიანებული მონაკვეთები, მოეწყო ახალი 300 კბმ-ს რეზერვუარი და შეიცვლება შიდა ქსელი.
სოფელ საკირეში, სადაც 400-მდე ოჯახი ცხოვრობს, პროექტის დასრულების შემდგომ, მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით განხორციელდა.
სოფელ ჭიხარულაში, დვირში, ტაბაწყურში, ცემში, კორტანეთში და ციხისჯვარში სასმელი წყლის რეაბილიტაცია “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს