
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია ხორციელდება.
ა(ა)იპ ბორჯომის ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის” სამსახურმა უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაცია და ყურის კლიპით მარკირების მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 2023 წლის 22 მარტს გამოაცხადა. ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ა(ა)იპ ბორჯომის ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის” სამსახური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად ახდენს. დაჭერილი ცხოველები თავშესაფარში სპეციალური ავტოტრანსპორტით გადაჰყავთ. რის შემდეგაც, ხდება მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინარული მომსახურების გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით (დაბირკვა) და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება.
ა(ა)იპ ბორჯომის ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის” სამსახურის მიერ 4 მაისიდან დღემდე გორში გადაყვანილია 98 ძაღლი, მათგან ერთს დაუდასტურდა ლეიშმანიოზი, ხოლო 7 ძაღლი იმყოფება გორში პროცედურების ჩასატარებლად.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს