
ავტორი
Front News საქართველო
"ბორჯომის" N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნები ისევ პარალიზებულია. გაფიცული თანამშრომლების პროტესტი მეორე დღეა გრძელდება. თანამშრომლები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
"გაფიცვა მეორე დღეა მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის ორივე ქარხანა არის პარალიზებული და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დახურულია საერთოდ. ეს ტრაილერები, რასაც ხედავთ გუშინ არცერთი არ შესულა და პროდუქცია არ გაუტანია დისტრიბუციისთვის. ჩვენ ველოდებით მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენ აქ ვიქნებით დღესაც, ხვალაც, მაზეგაც, მანამ, სანამ დასაქმებულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება" – აცხადებს პროფკავშირების წარმომადგენელი.
"დღეს, უკვე 12:00 საათზე, ველოდებით ადმინისტრაციისგან შემოთავაზებას მოლაპარაკებაზე. მაქსიმალურად ვეცდებით მივაღწიოთ შეთანხმებას, იმ შეთანხმებას, რომ დაკმაყოფილდეს ყველა აქ მდგომის მოთხოვნა სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია გაგრძელდება. მზად ვართ, რომ უსასრულოდ გაგრძელდეს თუნდაც" – აცხადებენ ქარხნის თანაშრომლები.
თანამშრომლები პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, დაახლოებით 1 საათში კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას აპირებენ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს