
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზაზე 6.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ქ. ბორჯომის ცენტრალური პარკის შესასვლელიდან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის დასაწყისში და სრულდება სოფელ სადგერის ტერიტორიაზე. აღნიშნული მონაკვეთი საკურორტო ზონაში გადის და ამ გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პროექტის შესაბამისად განხორციელდება, გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების (მილების, ტროტუარების სანიაღვრე ქსელის) შეკეთება და ახლების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების ახლიდან მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების და შემოფარგვლის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას. განახლებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აქ მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს.
პროექტი, სახელმიწფო ბიუჯეტიდან 3.4 მლნ ლარით ფინანსდება და სამუშაოების დასრულება მიმდინრე წლის შემოდგომაზე იგეგმება.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს