Logo

ბორჯომის პარკის ისტორია და უძველესი ტრადიციები, რომელიც დღესაც გრძელდება

საზოგადოება
1163
Frontnews image description

ალბათ, ყველას შეგინიშნავთ პარკის შესასვლელში უძველესი ლამაზი ორსართულიანი შენობა, ეს ბორჯომის მინერალური წყლის პირველი ჩამომსხმელი ქარხნის შენობაა. დღეს ეს შენობა, როგორც ბევრი სხვა ისტორიული შენობა ბორჯომში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია… ყველაფერი კი ძალიან ადრე დაიწყო…

…1890 წელს, პარკი სტერიტორიაზე მცირე ზომის ხის ქარხანა ააშენეს, სადაც „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო. პარკში, სწორედ იქ, სადაც მინერალური წყლის  პირველი ჭაბურღილები იყო… ქარხანაში  სამუშაო პირობები მძიმე იყო, რადგან მომუშავე პერსონალი ყოველგვარი ტექნიკის ჩარევის გარეშე ხელით აწარმოებდა ბოთლებში ჩამოსხმას, რაც თავის მხრივ პროდუქციის მცირე რაოდენობით დამზადებაში გამოიხატებოდა.

მინერალური წყლების პროექტს განვითარება სჭირდებოდა, მაგრამ ამ საკითხის მოგვარება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული…

1895 წელს დაიწყო ახალი ქარხნის მშენებლობა. დიდი ყურადღება მიექცა შენობის პროექტს. 1896 წელს მთავრდება ორსართულიანი ლამაზად ნაგები მინერალური წყლის ქარხანა, სადაც უკვე შესაძლებელი ხდება 12.000 ბოთლის ყოველთვიურად წარმოება და გაზირება.

დიდ ყურადღებას უთმობდნენ შეფუთვას. საუკეთესო შესაფუთ მასალად პურეულის ბზა ითვლებოდა, რომელსაც რუსეთიდან იღებდნენ. ქარხნის ახლოს მდებარეობდა სათავსოები, სადაც ინახებოდა ჩალის შესაფუთი მასალა, ასევე ბოთლებისა და ყუთების ერთი წლის მარაგი.

მინერალური წყლის აღმოჩენის ისტორია კი, აქედან იღებს სათავეს… ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილი I საუკუნის თლილი ქვით ნაგები აბაზანის ნაშთები ვარაუდობს, რომ ბორჯომის მინერალურ წყალს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ.

XVI-XVIII საუკუნეებში ბორჯომის ხეობაზე ოსმალეთის გამუდმებულმა თავდასხმებმა ეს მხარე გააპარტახა და მინერალური წყლების არსებობა დავიწყებას მიეცა… წყაროებში სახელი ბორჯომი პირველად XIX საუკუნეში იხსენიება. 

მისი დაარსება განაპირობა მინერალური წყლების ხელახლა აღმოჩენამ. XIX საუკუნის დასაყისში ამჟამინდელი ბორჯომის პარკის ტერიტორიაზე მიაგნეს მინერალური წყლის ორ საბადოს. იქვე ააშენეს სახლები და სწორედ ამ დასახლებას დაერქვა,,ბორჯომი“. ტერიტორია ეკუთვნოდა ავალიშვილებს. 1871 წელს ბორჯომი გადაეცა კავკასიის მეფის ნაცვალს მიხეილ რომანოვს.

თვითონ პარკის, როგორ საკურორტო ობიექტის განვითარება, 1842 წლიდან ფიქსირდება ისტორიულ წყაროებში…

იდეა ექიმ ამიროვს ეკუთვნოდა,  განხორციელება კი ევგენი გოლოვინს, რომელმაც დაიწყო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა და სამშენებლო სამუშაოები…

… XIX-XX საუკუნის ბორჯომი, უცხოელი თუ ქართველი თავად-აზნაურების საყვარელ ადგილად მალევე გადაიქცა. აქ მართავდნენ საღამოებს, დასეირნობდნენ პარკში, ეცნობოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ბორჯომის საკურორტო ცხოვრება სხვა კურორტებისგან სიწყნარით გამოირჩეოდა, რადგანაც თავიდან ის უფრო სამკურნალო ხასიათს ატარებდა. მინერალური წყლების პარკში იკრძალებოდა ველოსიპედებით სეირნობა, ძაღლების გასეირნება და პიკნიკების მოწყობა.

ბალნეოლოგიურ დაწესებულებებში ასეთი აკრძალვა მოქმედებდა: დაუშვებელი იყო აზარტული თამაშები, იკრძალებოდა თამბაქოსმოწევა. მაქსიმალურად იცავდნენ კანონს და კურორტისთვის აუცილებელ საზოგადოებრივი წესრიგს.

…საკურორტო სეზონი 1 ივნისს იწყებოდა და 10 სექტემბრამდე გრძელდებოდა. ზემოთ აღნიშნულ, ძველ ისტორიას თუ გადავხედავთ, პარკი ფაქტობრივად დღესაც უძველეს ტრადიციებს აგრძელებს. პარკში იგივე ზემოთ ჩამოთვლილი წეს- ჩვეულებები ვრცელდება.

XIX საუკუნის 50-იან წლებში ბორჯომი ჯერ კიდევ მოუწყობელი და სახლება იყო და ნელ-ნელა ვითარდებოდა. მინერალურ წყაროებთან განთავსებული იყო ორი გალერეა აბაზანებით, ორი ქვისა და ხის შენობა, 24 აგარაკი და ათი სახლი ჯარისკაცებისათვის. ასევე ბორჯომში იმ დროს ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახის დუქნები და სამიკიტნოები…

1853 წელს შენდება ერთსართულიანი ქვის სასტუმრო. ეწყობა სანაპირო და მინერალური წყლების პარკი, შენდება პირველი ხის ხიდი, ასევე იწყება გზების მშენებლობა. კურორტისადმი ინტერესი უფრო და უფრო ღვივდებოდა…

დროთა განმავლობაში, იზრდებოდა კურორტზე მოთხოვნა და ამასთანავე სასტუმროთარიცხვიც.  სასტუმროების გარდა მრავლად იყო კერძო აგარაკები. 

არქიტექტურული სტილი მრავალფეროვანი იყო, შეხვდებოდით შვეიცარიულ შალეს, ფსევდოგოთურ, რუსულ და აღმოსავლურ სტილს. განსაკუთრებით მდიდრულ სახლებს მინერალური წყლებისკენ მიმავალ გზაზე შეხვდებოდით…

… ბორჯომში იგზავნებოდნენ კვალიფიციური ექიმები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართულები იყვნენ მისი კვლევის პროცესებში. ბორჯომის პოპულარობა განაპირობებს მის რეკლამირებას, რასაც შემდგომში დიდი ყურადღება ენიჭება.

სარეკლამო აგენტებად იყენებდნენ კურორტის ექიმებს, რომელებიც დიდი შეღავათებით სარგებლობდნენ, ისინი არ იხდიდნენ კვების და საცხოვრებლის საფასურს. მნიშვნელოვანი შეღავათები ჰქონდათ პარკით სარგებლობისას. 

მათთან ერთად ბორჯომის რეკლამირებაში აქტიურად იყო ჩართული მინერალური წყლების დირექცია. 

ისინი უფასოდ არიგებდნენ ბორჯომის შესახებ არსებულ ლიტერატურას და მინერალურ წყალს… 

(R)

თაგები:

Advertisement