ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტი “წლის საუკეთესო მასწავლებელი“ შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტი “წლის საუკეთესო მასწავლებელი“ შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა.
ღონისძიებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ წარდგენილი 27 წარმატებული მასწავლებელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფერაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ დიპლომებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოვეს.
ამავე დღეს დასახელდა მასწავლებლის პრემიაზე წარდგენილი 6 პედაგოგი:
ვარა ხუციშვილი – სოფელი დვირის საჯარო სკოლა;
მზია კობრავა – N1 საჯარო სკოლა;
დიმიტრი ჩუტკერაშვილი – სოფელი ტაძრისის საჯარო სკოლა;
ნინო კევლიშვილი – N3 საჯარო სკოლა;
მარინა ლომიძე – N3 საჯარო სკოლა;
აკაკი გეგეჭკორი – დაბა წაღვერის საჯარო სკოლა.
ღონისძიება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეული კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით “უჩინმაჩინის ქუდი“, საზეიმოდ დაიხურა.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს