ბორჯომის საპატიო მოქალაქე ქალბატონებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 8 მარტი მიულოცეს


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის საპატიო მოქალაქე ქალბატონებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე სოსო რაზმაძე და კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე საპატიო მოქალაქეებს პირადად ესტუმრნენ და ყვავილებთან ერთად ტექნიკის სახლის 100-ლარიანი ვაუჩერები გადასცეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალთა საერთაშორისო დღე, მზეთამზეში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს ნინო გელაშვილს მიულოცეს. ნინო გელაშვილს, დღეს 100 წელი შეუსრულდა. ბორჯომის უხუცეს ქალბატონს მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა ყვავილები და ტექნიკის სახლის 100-ლარიანი ვაუჩერი გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის უხუცესი ქალბატონი ნინო გელაშვილი, მერიისგან ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს.
თაგები:
