Logo

ბორჯომის ცენტრალურ პარკში ისტორიული ჰესის რეაბილიტაცია დაიწყო

საზოგადოება
702
Frontnews image description

ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში ისტორიული ჰესის რეაბილიტაცია დაიწყო.

ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იმ პერიოდისთვის, ამუშავდა 1899 წლის 15 იანვარს. მისი სიმძლავრე 60 კვტ-ს შეადგენდა.

ელექტროსადგურში მუშაობდა პელტონის ტიპის ორი გენერატორი, თითოეული 70 ცხენის ძალის სიმძლავრის.

1950 წელს ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურმა შეწყვიტა ელექტროენერგიის გამომუშავება.

ამჯერად, რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ივერთმშენი“.

შენობა სამი ნაწილისაგან შედგება. პირველ ცენტრალურ ნაწილში განთავსდება ჰიდროელექროსადგურის მუზეუმი. მოეწყობა ჰიდროელექტოსადგური, რომელიც გათვლილი იქნება ტურისტული სექტორისათვის.

მეორე ნაგებობა იქნება გამოფენებისა და საინფორმაციო ნაწილისათვის.

რაც შეეხება მესამე ნაწილს, ის ადმინისტრაციულ ნაგებობას დაეთმობა.

სრული რებილიტაცია 2022 წელს დასრულდება და მას ინდუსტრიული მუზეუმის სტატუსი მიენიჭება.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები