
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის ცენტრალურ ისტორიული პარკში საკურორტო სეზონისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს ბორჯომის პარკში ახალი ატრაქციონი მოეწყობა, ასევე დაგეგმილია ორი ელექტრომობილის შეძენა, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას 300 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადასცა. ასევე, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე დაიდგმება 8 ახალი წიგნის ფორმის სავაჭრო ჯიხური.
აქტიურად მიმდინარეობს პარკის ტერიტორიის დასუფთავების და გამწვანების სამუშაოები.
იგეგმება არსებული ატრაქციონების რეაბილიტაცია, სკამებისა და სანაგვე ურნების განახლება. ჩატარდება ხიდების, ატრაქციონებთან არსეული მოაჯირებისა და გარე განათების ბოძების სამღებრო სამუშაოები.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს