ბორჯომის ცენტრალური პარკი საკურორტო სეზონისთვის აქტიურად ემზადება


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი საკურორტო სეზონისთვის აქტიურად ემზადება.
დასრულდა პარკის ტერიტორიაზე არსებული ხიდების რეაბილიტაცია. სრულად შეიცვალა საცურაო აუზთან არსებული ხიდის საფარი. ასევე შეკეთდა გოგირდის აუზისკენ მიმავალ გზაზე არსებული სამანქანო ხიდი.
აქტიურად მიმდინარეობს პარკის ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები. სამომავლოდ დაგეგმილია სკამებისა და სანაგვე ურნების განახლება.ჩატარდება ხიდების, ატრაქციონებთან არსებული მოაჯირებისა და გარე განათების ბოძების სამღებრო სამუშაოები.
(R)
თაგები:
