
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკი ზაფხულის საკურორტო სეზონს ტრადიციულად 1 ივნისს გახსნის. მანამდე კი პარკში მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა.
შეიღება პარკში არსებული ყველა სკამი, ატრაქციონის ბარიერები, შეკეთდა ქვის კიბის მცირე დაზიანებები.
რაც შეეხება ბიუვეტის რკინის კონსტრუქციას, ირეცხება წყლის ჭავლით, რის შემდეგაც მოხდება მისი შესაღებად დამუშავება, შემდეგ კი შეღებვა.
ამავე დროს, ბორჯომის პარკმა, ტრადიციულად, ტერიტორიის გამწვანების მიზნით ოთხი სახეობის ყვავილები შეიძინა.
სამი სახეობის ბეგონია, გერანი, ცინერარია და ტაგეტესი პარკის კლუმბასა და მწვანე ზონებში დაირგვება პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. პარკი მზადაა სტუმრების მისაღებად.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს