
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სამუსიკო სკოლა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ და ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა გახსნეს.
პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ყველა ოთახი, სრულად შეიცვალა საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდა ფასადს და განახლდა შიდა საკომუნიკაციო ქსელი. შენობაში ახალი ინვენტარი განთავსდა.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა. შენობის რეაბილიტაციის ღირებულებამ 444 117 ლარი შეადგინა.
სამუსიკო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შენობაში სარემონტო სამუშაოები ბოლო 40 წელია, არ ჩატარებულა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს