ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში თემაზე – “სამშობლოს სიყვარული ქართულ ლიტერატურაში” საგანმანათლებლო კვირეული იმართება


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, თემაზე “სამშობლოს სიყვარული ქართულ ლიტერატურაში” საგანმანათლებლო კვირეული იმართება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილეები დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
კონფერენცია პატრიარქის 45/90 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს