ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში შიდა გზები თოვლისგან გაიწმინდა

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში შიდა გზები თოვლისგან გაიწმინდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მერია მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე მიმდებარე სოფლებში უზრუნველყოფს.
"მობილური ჯგუფი რამდენიმე დღეა, სპეციალური ტექნიკით გადაადგილდება და გზებს თოვლისგან წმენდს, იყრება ქვიშა და ტექნიკური მარილი. პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილია, რაც გულისხმობს მობილური ჯგუფის მყისიერ რეაგირებას მერიაში შემოსულ შეტყობინებებზე", – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:





