ბორჯომში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს


ავტორი
Front News საქართველო
1989 წლის 9 აპრილის დემონსტრაციის დროს დაღუპულთა მემორიალთან, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 აპრილის დემონტრაციის დროს დაზარალებულ ადგილობრივებს დალი ჩადუნელსა და გრუნია ელბაქიძეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელები, ყვავილები და ტექნიკის სახლის 100-ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ადგილზე მცირე ღონისძიება გაიმართა,რომლის დასრულების შემდეგაც მამა იოანემ (ხეცურიანი) დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
"1989 წლის 9 აპრილი არის დღე, რომელიც უდიდეს ტრაგედიასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის საწინდარი გახდა. დღეს მოვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მათი თავდადება არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღევანდელი დღე. მათ უნდა იცოდნენ, რა გააკეთეს 9 აპრილს გარდაცვლილმა ადამიანებმა, როგორ შესწირეს თავი სამშობლოს სიყვარულს და თავისუფლებას", – განაცხადა დავით ზაალიშვილმა.
თაგები:
