
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, აღმაშენებლის N35-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი სრულად განახლდა, შეიცვალა სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.
ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან 739 466 ლარით დაფინანსდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის მასშტაბით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს