
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ბორჯომის ახალგაზრდულ ტრენინგ ცენტრთან არსებული ახალგაზრდული პარლამენტის წევრების და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ჯგუფების მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ახალგაზრდები სიგელებითა და წიგნებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა დააჯილდოვეს.
ღონისძიებას ესწრებოდა დეკანოზი იოანე (ხეცურიანი).
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს ბავშვთა აღზრდის საქმეში გაწეული ღვაწლისთვის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელისგან ქეთევან ნოზაძისგან მადლიერების სიგელი გადაეცათ.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს