ბორჯომში აფხაზეთის ომის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფერაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი)ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
“27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში. 1992-1993 წლების ომს ათი ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ასეულობით ათასი ადამიანი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას. ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. გულწრფელად ვუსამძიმრებ ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.
30 წლის წინ, 1993 წლის, 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
თაგები:
ბორჯომი