
ავტორი
Front News საქართველო
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბორჯომში არსებულ რეკრეაციულ ზონებს სხვადასხვა სახეობის სეზონური ყვავილები დაამშვენებს.
ბაღებსა და სკვერებში ყვავილების ჩითილების დარგვის პროცესი უკვე დაწყებულია.
8000-მდე სალვიას, პეტუნიას, ბეგონიას, ტაგეტისისა და იმპატიენსის ნერგები ქალაქის მთავარ ქუჩებზე არსებულ თარგებში, პარკებსა და სკვერებში გადანაწილდება.
პარალელურად რეკრეაციულ ზონებში ტერიტორიების გაწმენდა და ბალახის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს.
სამუშაოებს გამწვანების სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს