Logo

ბორჯომში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ახალგაზრდული ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა

საზოგადოება
1325
Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის დაგეგმილი ახალგაზრდული ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა.

 

ბანაკის მონაწილეებმა სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში – ფრენბურთი, ზიპლაინი, მშვილდ-ისრით სროლა, კედელზე ცოცვა, მიიღეს მონაწილეობა. საღამოს კი ჯომარდობაშიც აქტიურად ჩაერთნენ.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი შალვა გოგოლაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხარაზიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 

ბანაკი 1 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა და 5 აგვისტოს გრანდიოზულად დაიხურება.

 

თაგები:

ბორჯომი
Advertisement