ბორჯომში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლინდა.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, საამქროს ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) აღმოაჩინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე კი, ბორჯომის “საქმიან ეზოშია” გადატანილი.
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს