
ავტორი
Front News საქართველო
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით დღის ცენტრ “თებეს“ ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
“თებეს” ბენეფიციარები აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრით წარდგნენ.
მათთვის განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ანიმატორები ზრუნავდნენ, მოეწყო ილუზიონისტების და გიგანტი საპნის ბუშტების შოუ.
ღონისძიებას მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, გაეროს ეგიდით, 2011 წლიდან აღინიშნება. ყოველ წელს ამ დღეს მსოფლიო სხვადასხვა გზავნილით ხვდება.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს