
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2-ში, ე.წ. ექიმების ბინის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, რომელიც შეიფუთა ახალი სტანდარტების შესაბამისი მასალით, HPL და ფიბროცემენტის პანელებით, ასევე განახლდა აივნები და შეიცვალა კარ-ფანჯარა.
ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 204 000 ლარით ფინანსდება.
მიმდინარე წელს ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N85, N91 და N93-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს