ბორჯომში ე.წ. ექიმების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება
28.11.2022 / 11:13


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, სააკაძის N2-ში, ე.წ. ექიმების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.
ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 205 518 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბესთ ბილდ გრუპი” ასრულებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციას მომავალ წელსაც გეგმავს”, – აცხადებენ მერიაში.
თაგები:
ბორჯომი
მსგავსი სიახლეები