ბორჯომში, ე.წ “ცოფიანი ღელეს” რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, გელოვანის ქუჩაზე, ე.წ “ცოფიანი ღელეს” რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 108 მეტრზე რკინა-ბეტონის არხი ეწყობა.
“ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 459 350 ლარია გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ ღელე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი იყო, რადგან გასულ წლებში, უხვი ნალექის გამო ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მიმდინარე წელსაც არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს