
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია იწყება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება და 18 თვის მანძილზე გაგრძელდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული შენობის რეკონსტრუქცია კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის სტანდარტებს, რეაბილიტაციის შედეგად მოეწყობა: გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი, ჟურნალისტების, ექიმის, დელეგატების, ბურთის ბიჭების, მსაჯის ოთახები, საშხაპეები და სველი წერტილები, ლიფტები, განხორციელდება ტრიბუნების მოწყობა შესაბამისი გადახურვითა და VIP ლოჟით. შენობა სრულად ადაპტრირებული იქნება შშმ პირებისათვის.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს