Logo

ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საზოგადოება
1077
Frontnews image description

ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის რეკონსტრუქცია- კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის სტანდარტებს.

რეაბილიტაციის შედეგად მოეწყობა: გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი; ჟურნალისტების, ექიმის, დელეგატების, ბურთის ბიჭების, მსაჯის ოთახები, საშხაპეები და სველი წერტილები, ლიფტები. გადაიხურება ტრიბუნები და VIP ლოჟა. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.

“პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 10-მდე მინი სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement