
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 4900 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, 260 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა გრანიტის ძელურები, ხოლო 344 გრძივ მეტრზე მოეწყობა გრანიტის ქვაფენილიანი ტროტუარი. პროექტის ფარგლებში ასევე, მოეწყო მიწისქვეშა სანიაღვრე არხი 329 გრძივ მეტრზე.
ამ დროისათვის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოებს შპს “ბილტმორი” ასრულებს.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს