
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყო მიწისქვეშა სანიაღვრე ქსელი, გრანიტის ქვაფენილიანი ტროტუარები და დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი.
“ბორჯომში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სოფელსა და საკურორტო დაბაში გზის რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ბორჯომისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის და დარწმუნებული ვარ ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კუთხით არაერთი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოებს შპს “ბილტმორი” ასრულებს.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს